საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აკლია. საქართველის ნაკრებმა ბელარუსი ერთა ლიგის პლეიოფუს ნახევარფინალში 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩვენი მეტოქე დღესვე გაირკვევა. ბელარუსთან მატჩის ერთადერთი გოლი კი მე-7 წუთზე პენალტით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.