LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ციფრულ სამყაროში შესანიშნავი მოგზაურობა დაიწყო – მსოფლიო ბანკი

58
1570103648-მილენიუმი-1024x652

„საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, გურიაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სოფლების ინტერნეტიზაცია შესაძლებლობას უქმნის, როგორც ახალგაზრდების განათლებას, ისე მოსახლეობას, წარმოების განვითარების კუთხით.

„ეს პროექტი ქვეყანას მომავალში გაუხსნის ფანჯარას, იქნება ახალი შესაძლებლობები, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, რადგან ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება ინტერნეტის საშუალებით. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვადასტურებ, რომ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანს, მეტ საწარმოს, მეტ დაწესებულებას მთელ ქვეყანაში. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ რომ ეს პროექტი ბავშვებს შესაძლებლობებს მოუტანს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ სწავლების პროგრამებში, განსაკუთრებით მიუვალ რეგიონებში, სადაც რთულია წვდომა ინტერნეტზე. წარმოიდგინეთ, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი წარმოება სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც ონლაინ გაყიდიან თავიანთ ნაწარმს. მოსახლეობა ზოგადად სარგებელს მიიღებს ციფრული ფინანსური მომსახურებით, საჯარო მომსახურებით, ინტერნეტის საშუალებით უშუალოდ მოხდება ურთიერთობა, ტელემედიცინით ისარგებლებენ “,- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით კი, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელს ისეთივე სახის ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, როგორიც ქალაქებშია. ამის შესახებ მან გურიაში, სოფელ ბახვში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, პროექტის საშუალებით მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომას ნახევარ მლნ-მდე სოფლად მცხოვრები შეძლებს.

„მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა ჩვენი სოფლების განვითარების წინაპირობაა, ამიტომ მთავრობამ 2021-2025 წლებში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი წამოიწყო, რომელიც მოიცავს 1 000-მდე დასახლებულ პუნქტს სრულიად საქართველოში, იმ სოფლებს, რომლებიც ურბანულ ცენტრებთან დაცილებულია და ჯერ კიდევ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ეს არის 0.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ვინც ოპტიკურ-ბოჭკოვან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე წვდომას მიიღებს“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g