LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველომ ერდოღანის განკარგულება შეასრულა”

90

“საქართველომ ერდოღანის განკარგულება შეასრულა”ამ სათაურით სტატიას სომხური პრესა აქვეყნებს. საქმე ეხება საქართველოში “შაჰინის სკოლა-ლიცეუმის” ყოფილი დირექტორის, ასევე დემირელის სახელობის კოლეჯის ერთერთი მმართველის მმართველის დაკავებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ თურქული სკოლის დირექტორი, ტერორისტების დახმარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ბრალდებები მის მიმართ, საეჭვო და ქაოტურია.

25 მაისს ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა. მუსტაფა ჩაბუკის დაკავების მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ფეტოსთან” კავშირის ბრალდებაა. პროკურატურის თქმით, მუსტაფა ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული

დაკავებული თურქი ბიზნესმენის მეუღლე

მხარისგან მიწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება.

 

დემირელის კოლეჯი, ფეთჰულა გიულენის სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალება ბრალდება. თურქეთის მთავრობამ გიულენის მიერ თურქეთში გახსნილ შაჰინის სკოლებზე პირდაპირი იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ იქ “ტერორისტებს ზრდიან”.

ინფორმაცია ჩაბუკის დაკავების შესახებ მისმა მეუღლემ თუბა ჩაბუკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან საქართველოს პრეზიდნტს და პრემიერმინისტრს 24 მაისს მიმართა და სთხოვა, რომ არ გადასცენ მისი მეუღლე თურქეთს.

დაკავებული თურქი ბიზნესმენი საქართველოში სხვადახვა საგანმანათლებლო პროექტის ავტორია მათ შორისაა “ნორჩი გამომგონებლები”.

იხილეთ “ფორტუნას” სტატია ამავე თემაზე: არ გადამცეთ თურქეთს: დემირელის კოლეჯის მმართველი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

 

magti 5g