LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ კორეული კომპანიისგან სწრაფი ტესტები იყიდა

141
4000

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ-ერთი კორეული კომპანიისგან სწრაფი ტესტები იყიდა. პროექტი სამინისტრომ მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განახორციელა, რისი საშუალებითაც მოხდა ანტიგენის 50 ათასი და ანტისხეულების 67 ათასი ტესტის შეძენა.

სწრაფი ტესტების გამოყენებას ჯანდაცვა მიზნობრივ ჯგუფებში, კონკრეტულად კი საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გეგმავს. ტესტები ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინსიტროს დამატებით, საჩუქრად 5 ათას ტესტის გადაეცა.

“აღნიშნული ტესტები წარმატებით გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების, ეპიდემიოლოგიური კვლევის მიზნებისთვის. ასევე, გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თინათინ ხარძიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g