LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ კვიპროსს მინიმალურად მოუგო: სამ დღეში ბელარუსია

22

საქართველო – კვიპროსი 1:0

საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა. ჯაბა კანკავამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ქვილითაია გაიყვანა. ფორვარდმა დაბალ კუთხეში გაიტანა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სხვადასხვა პოზიციაზე შეცდომებს უმატეს, რამაც მეტოქე გუნდს გააქტიურების საშუალება მისცა. კვიპროსელებმა ერთი ნაღდი საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბურთი მოიგერია. ქართველი ფეხბურთელები საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე შეტევებზე.

საქართველო – კვიპროსი 1:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (82’ აბურჯანია), ქვილითაია (82’ კაჭარავა), მერებაშვილი (82’ სიხარულიძე), პაპუნაშვილი (74’ გვილია), ნავალოვსკი (82’ გრიგალავა)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, შერგელაშვილი, გეგეჭკორი, ჯიღაური, დვალი

გაფრთხილება: 25’ ლაბანი, 26’ კაკაბაძე, 26’ მერკისი, 79’ სოტირუ

გოლი: 1:0 ქვილითაია (24)

 

ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 13 ნოემბერს ქუთაისშის ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები