LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ოქტომბერში ფულადი გზავნილების სახით თითქმის 182 მილიონი დოლარი მიიღო

51
sending-money-dollars-shutterstock-119464618

2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

ოქტომბერში ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – $35 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში $27 მილიონი შემოვიდა. გადმორიცხული ფულადი გზავნილების რაოდენობით, ტოპ-ხუთეულში არიან ასევე შემდეგი ქვეყნები:

აშშ – 21.25 მილიონი დოლარი

საბერძნეთი – 19.72 მილიონი დოლარი

ისრაელი – 13.78 მილიონი დოლარი

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g