საქართველომ, შესაძლოა, ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში PCR ტესტის გაკეთება მოსთხოვოს, – საკითხზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
„აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, შემოწმდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტებს ჩაუტარდეს, დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ ამ რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება შემომავალი ვაქცინირებული ტურისტებისთვის – 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის გამართვა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
