LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ თაფლის ექსპორტით 1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო – რომელ ქვეყნებში გავიდა ქართული თაფლი

133
თაფლი

თაფლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2022 წლის 11 თვეში 1 მლნ დოლარს აღწევს. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნიდან იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ექსპორტზე 972 ათასი დოლარის ღირებულების 213 ტონა თაფლი გავიდა.

ამ პერიოდში ექსპორტის ღირებულება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით, ხოლო პროდუქტის მოცულობა 41.9%-ით აღემატება. ქვეყნის საზღვრებს გარეთ თაფლის რეალიზების 2022 წლის 11 თვის რიცხვები ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულია.

თაფლის ექსპორტი ძირითადად სამ ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც გავიდა. ამ პერიოდში თაფლის ექსპორტის ძირითადი ნაწილი – 72.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

ღირებულების მოცულობის მიხედვით, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. საფრანგეთი – 436 ათასი დოლარი, 76 ტონა;
2. ბულგარეთი – 255 ათასი დოლარი, 90 ტონა;
3. ნორვეგია – 103 ათასი დოლარი, 21 ტონა;
4. ისრაელი – 61 ათასი დოლარი, 10 ტონა;
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 40 ათასი დოლარი, 5 ტონა;
6. საუდის არაბეთი – 20 ათასი დოლარი, 4 ტონა;
7. იაპონია – 16 ათასი დოლარი, 1 ტონა;
8. კანადა – 10 ათასი დოლარი, 1 ტონა;
9. სომხეთი – 10 ათასი დოლარი, 0.99 ტონა;
10. ბურკინა-ფასო – 5 ათასი დოლარი, 0.22 ტონა.

magti 5g