ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები დაიწყო.
თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს 7 ქვეყნის პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.