საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს.
დამატებითი რეისები 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:
17 აპრილი
- ნატახტარი-მესტია – გაფრენა 13:15 საათი
- მესტია-ნატახტარი – გაფრენა 14:45 საათი
- ნატახტარი-ამბროლაური – გაფრენა 16:30 საათი
- ამბროლაური-ნატახტარი – გაფრენა 17:45 საათი
22 აპრილი
- ნატახტარი-მესტია – გაფრენა 13:15 საათი
- მესტია-ნატახტარი – გაფრენა 14:45 საათი
- ნატახტარი-ამბროლაური – გაფრენა 16:30 საათი
- ამბროლაური-ნატახტარი – გაფრენა 17:45 საათი
ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს.
3-წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, 3-დან 12-წლამდე ბავშვებისთვის კი 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.