LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარში, პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 63%-იანი ზრდა აჩვენეს

104
აეროპორტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით, ჯამში, 530 546 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია 2024 წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით კი მგზავრთნაკადის 63%-იანი ზრდა ფიქსირდება.

2025 წლის პირველი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 343 740 მგზავრს მოემსახურა, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვრის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 57 129 მგზავრი გაატარა, რაც 96%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის იანვართან შედარებით, მგზავრთნაკადი 16%-ითაა შემცირებული.

magti 5g