სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით, ჯამში, 6 908 493 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5 525 365 მგზავრი), პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით კი მგზავრთნაკადი 42%-იან ზრდას აჩვენებს (4 877 967 მგზავრი).
საანგარიშო პერიოდში:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 406 773 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 897 159 მგზავრი გაატარა, რაც 51%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა კი 1 580 203 მგზავრი მიიღო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 4%-იანი ზრდაა.