LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ალტერნატივა რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძლება გახდნენ – რუსი დეპუტატი

197
08234248

რუსეთის დუმის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი კრივანოსოვი აცხადებს, რომ აფხაზეთი და კავკასიის სხვა მიმართულებები შესაძლოა, ქართული ტურისტული მიმართულების ალტერნატივა აცხადებს რუსეთის მოქალაქეებისთვის. დეპუტატის ამ განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები საქართველოში არ გაემგზავრებიან.

„ეს დარტყმას მიაყენებს არა რუს ტურისტებს, არამედ საქართველოს ეკონომიკას. მაქვს ინფორმაცია, რომ ახლა აფხაზეთში რუსი ტურისტების დაინტერესების ტალღაა. იმ ტურისტებს, ვისაც კავკასიის სეგმენტი იზიდავს, აფხაზეთზე არიან ორიენტირებულნი. არის სხვა სეგმენტიც. მართალია, სრულიად არა, მაგრამ აზერბაიჯანი და სომხეთიც შეძლებენ გახდნენ საქართველოს ალტერნატივა“ – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

magti 5g