LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მედიკამენტები აქ უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე – თურქეთში

152
456

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში: სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავსახოთ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება“ – ასე პასუხობს PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრას“ შეკითხვას, რომელიც საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებს შეეხებოდა.

ოქრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რადგან მათი წარმოება მაღალტექნოლოგიური, ძვირად ღირებული პროცესია.

„თუ მედიკამენტი ხარისხიანია და დამზადებულია ევროპული სტანდარტებით, ის ვერ იქნება იაფი. არის მედიკამენტები, რომლებიც 10 ლარი ღირს, და არის პატენტით დაცული მედიკამენტები, რომელთა ფასი 1.000-2.000 ლარია. რა თქმა უნდა, ასეთი წამლები არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. უცხოეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ იქაური პაციენტი ამას ვერ გრძნობს, რადგან მას შეძენაში დაზღვევა ეხმარება. ეს არის მთავარი გზა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“, – ამბობს PSP-ს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ თურქეთში დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში.

„ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ევროპაში წარმოებული მედიკამენტები შემოდის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება და მყისვე გაბათილდება ის ტყუილი, თითქოს ადგილობრივი კომპანიები მედიკამენტებს კოლოსალურ მოგებას არიცხავენ. ევროპის ქვეყნების მსგავსად, თურქეთთან არა გვაქვს მედიკამენტების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი. “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” არაერთხელ ითხოვდა გამარტივებული აღიარებითი რეჟიმის შემოღებას თურქეთისთვის. ამ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ორ კვირაში 150 დასახელების მედიკამენტზე საქართველოში ისეთივე, ან კიდევ უფრო დაბალი ფასი იქნება, ვიდრე თურქეთშია. შესაძლოა, საქართველოში ეს მედიკამენტები კიდევ უფრო იაფი ღირდეს, რადგან თურქეთში სააფთიაქო დარიცხვა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამ საკითხზე ბევრი წერილი მივწერეთ ჯანდაცვის სამინისტროს და რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ პაციენტს ფორმა #100-ით შეუძლია მივიდეს ნებისმიერ კომპანიაში და მედიკამენტებს, მათ შორის ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებს, ორ კვირაში თურქეთში არსებულ ფასად ჩამოუტანენ. ასეა წლებია“, – განმარტავს „კვირის პალიტრასთან” კახა ოქრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g