საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი, – აღნიშნულის შესახებ „მაგნიტსკის აქტის” ავტორმა, ბილ ბროუდერმა განაცხადა.
ბროუდერმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც „ქართული ოცნებისთვის” მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ, ისაუბრა, როგორ აკონტროლებს რუსეთი ივანიშვილს.
მინდა, დავასახელო გვარები – არსებობს ასეთი ადამიანი: ივანიშვილი, რომელიც ეროვნებით ქართველია და არის მილიარდერი. სად იშოვა ფული? რუსეთში. როგორ იშოვა რუსეთში? გაზპრომითა და სხვა სახელმწიფო კომპანიების გზით.
ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს კომპანიები კორუმპირებულია. მან იშოვა რამდენიმე მილიარდი და დაბრუნდა საქართველოში. როგორ აკონტროლებს მას რუსები? ეუბნებიან, შენ ფული გააკეთე საეჭვო გზებით, შეგვიძლია ყველაფერი წაგართვათ, საქმეები აღვძრათ, მაგრამ არც ერთს გავაკეთებთ, თუ დაგვეხმარები. სწორედ ამას აკეთებს, ის დაეხმარება რუსეთს და აქტიურად ეხმარება დიდი ხანია. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში.
ეს ერთი მაგალითია, როგორ მუშაობს კორუფცია. ხალხი, რომელიც კორუმპირებულია მთავრობაში და არანაირად არ სურს, რომ მომავალმა მთავრობამ გამოიძიოს ისინი, ამიტომ ისინი არ თმობენ ძალაუფლებას. ამას ისინი აკეთებენ ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, არჩევნების გაყალბებით”, – განაცხადა ბროუდერმა.