LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ველით- მარიამ ქვრივიშვილი

106
111

საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფრენები 235-240 სიხშირით სრულდება და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ 70% შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო საავიაციო ფორუმის Connect2022-ის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყნის საავიაციო ბაზრის პოტენციალით, სექტორის უმსხვილესი კორპორაციები დაინტერესდნენ.

„საქართველოს საავიაციო ბაზარი, პანდემიის შემდეგ, ძალიან სწრაფად ვითარდება. ფრენები 33 ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ 103% შეადგინა. მიმართულებების კუთხით, თებერვალში მსოფლიოს 28 ქვეყანაში 56 მიმართულება გვაქვს, როდესაც 2019 წელს 29 ქვეყნის 70 მიმართულება იყო. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ 80% შეადგინა, ხოლო ქვეყნების რაოდენობა 97%-ით აღდგა.

ფორუმი Connect ევროპის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, სადაც საავიაციო სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებზეა საუბარი. საქართველოს დელეგაციას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებითაა წარმოდგენილი, დაგეგმილი აქვს პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება ჩვენი ქვეყნის ავიაბაზრის სიახლეებზე, არსებულ და დაგეგმილ საავიაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარება შეუძლია, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის. ჩვენ ველოდებით საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, Connect2022–ის ფარგლებში, დაგეგმილია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რათა სამომავლოდ საქართველოში ახალი პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2013 წლიდან უწყვეტად მონაწილეობს. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტუროპერატორებთან თანამშრომლობას საფუძველი ეყრება.

ფორუმების ფარგლებში, საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან არაერთი შეხვედრა იმართება, რათა ფრენების დაწყებით, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდით, ან ახალი მიმართულებების დამატებით და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით დაინტერესდნენ. შედეგად, საქართველოში ფრენები ისეთმა ცნობილმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს, როგორიცაა: Air France, Eurowings, Tarom, Ryanair, Sky Up, Wizz Air-მა დაამატა ახალი მიმართულებები და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები