LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Norwegian Air Sweden შემოდის

115
Norwegian Air Sweden

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის ივნისიდან, თბილისს პირდაპირი ავიარეისებით კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი დაუკავშირდება.

ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden შეასრულებს.

საქართველოსა და დანიის  დედაქალებს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან  – ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g