LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი, ქვეყანაში AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

109
საქართველოს ბანკი

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance პირველი „AI in Finance Awards“-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებების ფარგლებში საქართველოს ბანკმა უმაღლესი აღიარება მოიპოვა. ის საცალო და კორპორაციული მიმართულებებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული და პასუხისმგებლობიანი დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული აღიარებაა. დაჯილდოების პროგრამა CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს სტრატეგიაში ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს. მას საფუძვლად უდევს ჩვენი მიზანი – შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, პერსონალიზებული და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ დონეზე. ეს უმაღლესი შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე აღწევს“,  – აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა „AI in Finance Awards“-ის ფარგლებში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით – ქვეყნის დონეზე;
    საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით – რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით – ქვეყნის დონეზე;
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით – რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g