LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance

759
საქართველოს ბანკი

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიურ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა – ის საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გახდა ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა ჯამში ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის მან მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო.

„ციფრული პროდუქტების განვითარება საქართველოს ბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ხედვა სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. შედეგად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ციფრულ არხებში განვავითაროთ ის პროდუქტები და სერვისები, რომელთაც აქამდე მომხმარებელი ფილიალში იღებდა. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, მილიონობით მომხმარებელს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ“, – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

Global Finance-ის გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g