LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია – Global Finance

108
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა, Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე“, საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაში დასახელდა.

„ციფრული ბანკის განვითარების გზაზე ჩვენთვის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს გამარტივებული, სწრაფი და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება შევთავაზოთ. Global Finance-ის მიერ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტრატეგია ეფექტიანი და სამაგალითოა. მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს გაწეული ძალისხმევისთვის”, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ძლიერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიც არიან Bank of America, Citi, Revolut და სხვა.

გამარჯვებულები შეირჩნენ ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე. მონაწილეები გლობალურმა საკონსულტაციო, ტექნოლოგიურმა და აუთსორსინგის ლიდერმა კომპანიამ Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქტორებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g