საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ი დაბადების დღეს წელს ორჯერ უფრო მასშტაბურად აღნიშნავს. 5 ივლისი PLUS ქულების გაორმაგების დღეა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ბანკის პარტნიორ ობიექტებში განსაკუთრებული ფასდაკლება დახვდებათ.
თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი:
– მოგვიახლოვდა ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დღე – 5 ივლისი, რომელსაც, ტრადიციულად, ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორ ბიზნესებთან ერთად აღვნიშნავთ. ეს თარიღი დადასტურებაა იმის, რამდენი მომხმარებელი იყენებს აქტიურად ჩვენს ლოიალურობის პროგრამას, რამდენი ადამიანი იხდის ყოველდღიურად ჩვენი ბარათით იმისთვის, რომ PLUS ქულები დააგროვოს და შემდეგ უკვე, ჩვენს დაბადების დღეზე, წლის საუკეთესო შეთავაზებით ისარგებლოს. 5 ივლისი იმის დადასტურებაცაა, რამდენად ძლიერი კავშირი გვაქვს ჩვენს პარტნიორ მერჩანტებთან – მათი სია ყოველწლიურად იზრდება.

5 ივლისი გაორმაგების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენი მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას ორმაგ სარგებელს მიიღებენ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
წელს PLUS-ის დაბადების დღის კამპანია ორჯერ უფრო მასშტაბურია და უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს. მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიების პარტნიორ ობიექტებში.

პარტნიორთა ქსელს წელს პირველად შეუერთდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: თეგეტა, Gasa Travel, იმპექსი და სხვა.
სიახლეა ისიც, რომ PLUS-ის დაბადების დღის შეთავაზება წელს ფიტნეს ობიექტებზეც ვრცელდება, მათ შორის World Class-ში, Snap Fitness-ში, 12 Rounds-ში, TSRE-სა და Sakamete Fitness-ში.
პარტნიორი ობიექტების სრული ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

მომხმარებელს შევახსენებ, რომ 5 ივლისს სავაჭრო ცენტრები განსაკუთრებული განრიგით მუშაობენ, შედარებით გაზრდილი სამუშაო საათები აქვთ, თუმცა PLUS-ს დაბადების დღე არ ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ მოლებზე, ის ვრცელდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების ყველა ფილიალსა და მაღაზიაზე, განურჩევლად ქალაქისა. ამასთან, მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის PLUS ქულებით შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ.
ინფორმაციისთვის, გაორმაგებული PLUS ქულებით სარგებლობა მხოლოდ 5 ივლისს იქნება შესაძლებელი. ამ დღეს ჩვენი მთელი გუნდი, მომხმარებლების კმაყოფილების გასაზრდელად, მობილიზებული იქნება, რომ მათ ნებისმიერ კითხვას და საჭიროებას უპასუხოს ქოლცენტრის, მობილბანკის ჩატბოტის, სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდების მეშვეობით.