საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორქშოპი – „პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე” გაიმართება. მას მარიშა გოგოლაური, EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება.
ვორქშოპზე მეწარმე ქალები გაიგებენ:
- როგორ ამარტივებს მარკეტფლეისი ბიზნესის ოპერირებას;
- როგორ შეუძლია ბიზნესს დაზოგოს დრო და ხარჯები;
- რა როლი აქვს ე.წ Buy Box-ებს ელექტრონულ კომერციაში;
- როგორ წარმოვაჩინოთ პროდუქტი ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში;
- როგორ შეიძლება პროდუქტის შექმნა და მისი მთავარი ღირებულებების გამოყენება ბრენდის პოზიციონირების დროს;
- რამდენად მრავალფეროვანია გაყიდვების არხები და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად საკუთარი საქმიანობისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.
ღონისძიება 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ვორქშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
(R)