LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება

430
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი – Touch.Point 14 ივნისს არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება.

ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციების და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რათა უფრო მეტად დაახლოვდნენ ტექნოლოგიებთან, გაზარდონ მარკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება. ასევე, ღონისძიება მიზნად ისახავს, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და ის აერთიანებს პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპ სესიებს, Q&A სესიებს, ქინოუთ პრეზენტაციებს და სხვა.

სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point იწყება და ღონისძიების პარტნიორები ვართ. საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე გვსურს  კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ამ სფეროში არსებული სიახლეები გავუზიაროთ და ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ინტერაქციულია. პრეზენტაციებს ჩაატარებენ და ვორქშოპებს გაუძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Meta, Spotify და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე გამოწვებსა და მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლზე კრეატიულ ინდუსტრიაში. ასევე, დაესწრონ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებს, რისი მეშვეობითაც შეიმუშავებენ ახალ ბაზარზე ეფექტურად შესვლის სტრატეგიებს და მეტს გაიგებენ შემოქმედებითი პროცესის დახვეწისა და დროის ოპტიმალურად გამოყენების გზებზე. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები