LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალ ფუნქციონალი – მანქანის სივრცე დაემატა

540
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ზრუნვას აგრძელებს. ამჯერად საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი – მანქანის სივრცე დაემატა, რომელიც სპეციალურად ავტომფლობელებისთვის შეიქმნა და ის მათ საჭიროებებზეა მორგებული.

მანქანის სივრცე ავტომფლობელებს საშუალებას აძლევს საქართველოს ბანკის მობილბანკში დაამატონ საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის მანქანა და აკონტროლონ მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი. მათ შორის, თვალი მიადევნონ ჯარიმებს, ნახონ მიღებული საპატრულო ვიდეოჯარიმების რაოდენობა და ჯამურად გადახდილი თანხა, აკონტროლონ პარკირების საშვი, შეამოწმონ თუ რა დროა დარჩენილი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე და შეიძინონ ის. ამასთან, მომხმარებლები აპლიკაციიდან მიიღებენ შეტყობინებებს, რათა არ დაავიწყდეთ ჯარიმისა თუ პარკირების თანხის გადახდა.

„ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი იმ არხში მივაწოდოთ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, იმისთვის რომ უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. პარკირებისა და ჯარიმის მონიტორინგი ყველა ავტომფლობელის საერთო გასაჭირია. ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულს შესაძლოა დაგავიწყდეს ან გამოგრჩეს ჯარიმის გადახდა, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. სწორედ  მსგავსი დისკომფორტის ასარიდებლად, საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი ფუნქციონალი – მანქანის სივრცე დავამატეთ. მომხმარებელს შეუძლია ამ სივრცეში დაამატოს მისი ან მისი ოჯახის წევრის, მეგობრის, ახლობლის ავტომობილები და აკონტროლოს საპატრულო ვიდეოჯარიმები, ზონალური და თბილისის პარკინგის საშვების ვადები და თანხა პირდაპირ აპლიკაციიდან გადაიხადოს. მანქანის სივრცე მომხმარებლებს არცერთი ჯარიმის დავიწყების უფლებას არ მისცემს, რადგან მას აპლიკაციიდან შეტყობინება რამდენჯერმე მიუვა“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მანქანის სივრცეში ავტომობილის დასამატებლად საჭიროა გადმოწეროთ ან განაახლოთ  მობილბანკის აპლიკაცია. მობილბანკის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია Android ან iOS მოწყობილობებისთვის. მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

*აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მანქანის სივრცით 1 ივნისამდე უფასოდ ისარგებლოს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები