LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა

569
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საფინანსო ინსტიტუტი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

წელს საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.

  • აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის  მიხედვით ხდება.
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 22 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული, რომელთა ნახვა ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ამასთან, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, MAC Georgia-სთან ერთად, UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, მიიღოს სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საცხოვრებელი ხარჯებისთვის.

ეს საქართველოს ბანკის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. საფინანსო ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას.

საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიცაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი; საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g