LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ახალი თამაში დაიწყო

627
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ფინანსური ცოდნის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მოსწავლეების წახალისების მიზნით, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინოვაციურ საბანკო აპლიკაციაში sCoolApp ახალი თამაში – sCoolApp ტრივია, დაიწყო.

sCoolApp ტრივია საგანმანათლებლო და გასართობი თამაშია. მისი ვიზუალური კონცეფცია ქართული ზღაპრებით არის შთაგონებული და მთავარი გმირები დევი და ფასკუნჯი არიან.  თამაში მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. ის ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6-13 და 14-18 წლის ბავშვებისთვის).

მონაწილეებს, თამაშის განმავლობაში, ყოველდღიურად, კვირების მიხედვით, თემატური, ხუთკითხვიანი მისია ექნებათ. ტრივია სხვადასხვა თემას მოიცავს: კინო, გეოგრაფია, ისტორია, პოპკულტურა, STEM, ლიტერატურა, ფინანსური განათლება, სპორტი და სუპერგმირები.

სწორი პასუხების შემთხვევაში, მოთამაშეები ვარსკვლავებს აგროვებენ და ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც მონეტებს იღებენ. მონეტებით კი მათ შესაძლებლობა აქვთ sCoolApp მარკეტში განთავსებული საჩუქრები იყიდონ, მათ შორის, VELI.store-ის ვაუჩერები, ფასდაკლების პრომოკოდები და სხვა.

sCoolApp ტრივია 29 ოქტომბერს დაიწყო.

თამაშის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150 000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g