Black Friday წლის განმავლობაში დაგროვილი სურვილების ასრულების დღეა, როცა საყვარელი ბრენდები ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და სიურპრიზებს სთავაზობენ.
თუმცა, საქართველოს ბანკთან ერთად ამ დღეს კიდევ უფრო დაუვიწყარი გამოცდილებები შეგიძლია მიიღო.
ზოგადი ფასდაკლებების გარდა, Black Friday-ზე საქართველოს ბანკის პროდუქტების გამოყენებისას კიდევ დამატებითი უპირატესობების – ფასდაკლებების, ქეშბექების, მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია, რითაც უფრო ნაკლებს დახარჯავ და ამავდროულად, მეტს დააგროვებ.
PLUS: დამატებითი ფასდაკლება და გახუთმაგებული ქულები
Black Friday-ზე ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზიებში სასურველი ნივთების შეძენისას თუ PLUS ქულებით გადაიხდი, მაღაზიის შიდა ფასდაკლებასთან ერთად დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.
გარდა ამისა, თუ ტანსაცმლის, აქსესუარების ან ტექნიკის მაღაზიებში საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადაიხდი, PLUS ქულების სტანდარტულ რაოდენობასთან შედარებით 5-ჯერ მეტი ქულა დაგერიცხება. შეთავაზება მოქმედებს 50 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენისას.
ქეშბექი ნაწილ-ნაწილ გადახდისას
ნაწილ-ნაწილ გადახდა ყველაზე ჭკვიანური მეთოდია – ყიდულობ სასურველ ნივთს საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, ხოლო ფასს ყოფ 4 ნაწილად და იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც შენი შენაძენი ღირდა (0%-იანი ეფექტური განაკვეთით).
24 ნოემბერს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების პარტნიორ მაღაზიებში, ნაწილ-ნაწილ გადახდის არჩევის შემთხვევაში, მინიმუმ 200 ლარის გადახდისას 50 ლარს დაიბრუნებ.
Black Friday-ის ფარგლებში ნაწილ-ნაწილ გადახდის უპირატესობებზე გაიგე მეტი აქ.
Students Card: 30%-იანი ქეშბექი
24 ნოემბერს საქართველოს ბანკის Students Card-ით ASOS-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 100 ლარი) უკან დაგიბრუნდება, ხოლო თუ Miniso-ს მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქციის შეძენას გეგმავ, Student Card-ით გადახდილი თანხის 40%-ს დაიბრუნებ (მაქსიმუმ 50 ლარი)
sCool Card: 30-50% ქეშბექი
Black Friday-ის ფარგლებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს საქართველოს ბანკის მოსწავლის ბარათის მფლობელებისთვისაც. sCool Card-ით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდება Aliexpress-ის ონლაინ მაღაზიაში (მაქსიმუმ შეძლებ 100 ლარის დაბრუნებას). გადახდილი თანხის 40%-ს დაიბრუნებ Miniso-ში შოპინგისას (მაქსიმუმ 50 ლარი), ხოლო Terranova-ში 50%-იანი ქეშბექი იმოქმედებს, სადაც 100 ლარამდე თანხის უკან მიღება შეგიძლია. გახსოვდეს, რომ Black Friday-ის შეთავაზებებით სარგებლობისთვის თითოეული მათგანი sCool-ის აპლიკაციაში უნდა გაააქტიურო.
თუ Students Card-ის ან sCool Card-ის შეთავაზებებით სარგებლობას გეგმავ, გაითვალისწინე, რომ Asos-ზე და Aliexpress-ზე ონლაინ შოპინგისას მიღებული ქეშბექი ანგარიშზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიბრუნდება. ხოლო Miniso-სა და Terranova-ში ქეშბექი მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში მოქმედებს.
ალბათ, უკვე დარწმუნდებოდი, საქართველოს ბანკის რომელი საბანკო პროდუქტითაც უნდა სარგებლობდე, Black Friday-ზე შენი საყვარელი ნივთების შეძენისას ზოგად ფასდაკლებებთან ერთად საქართველოს ბანკის შენზე მორგებული, დამატებითი შეთავაზებები შოპინგს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მიმზიდველს გახდის!
(R)