LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

61
image-2021-09-12-135538

“საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში თავდამსხმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. თავის მხრივ, ადვოკატი ითხოვდა გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით.

წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შალვა მელიქიშვილის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლითაა აღძრული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

, შეიარაღებული პირი “საქათველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და 13 მძევალი აიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g