LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა მიმდინარეობს

686
ბანკი

19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი და SOLO.

2022 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლეში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები და პირადი არქივი ინახება, რომელთა საქართველოში ჩამოტანა კულტურის მინისტრის ინიციატივით მოხდა. მათ შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სან პაულოს თეატრის მხატვარი იყო, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კი რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლისთვის Dior. იგი მრავალი მიმართულებით მუშაობდა, ქმნიდა საბალეტო დადგმებს – „წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც მაყურებლისთვის სანახაობას დაუვიწყარს ხდიდა“.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრები სხვადასხვა პარიზულ გალერეებში იყო გამოფენილი, მათ შორის, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონში „სოფიტელ გრუპ 36“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში.

გამოფენაზე წარმოდგენილია თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მიერ შესრულებული თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.

გამოფენა ეროვნულ გალერეაში 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g