”საქართველოს ბანკმა”, ახალი უნიკალური ბარათი Cash Card-ი შექმნა. Cash Card-ი გაკუთვნილია მათთვის ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს.
”ახალი ბარათი მომხმარებლის კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან არის დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თანხები მარტივად და სწრაფად მართოს. Cash Card Silver-ით − განაღდების დღიური ლიმიტი 5 000 ლარამდეა, ხოლო Cash Card Black-ით − განაღდების დღიური ლიმიტი 10 000 ლარამდე”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელი კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებული Cash Card-ით შეძლებს:
- თანხის განაღდებას მარტივად, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით;
- სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში, უნაღდო ანგარიშსწორებით Cash Card-ით გადახდას.
ცნობისთვის, Cash Card-ის მიღება შესაძლებელია ”საქართველოს ბანკის” ნებისმიერ სერვისცენტრში.
