საქართველოს ბანკი ლოიალური მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებების მომზადებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, 31 ივლისს, Student Card-ის და sCool Card-ის მფლობელები, საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, მინისოს ყველა ფილიალში, 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 50 ლარს).
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.
ასევე, 31 ივლისს, მხოლოდ Student Card-ით და sCool Card-ით გადახდისას ბიბლუსის, XS toys-ს, პეპელას და Carter’s-ის ქუთაისის და ბათუმის მაღაზიებში სტუდენტები და მოსწავლეები 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ (ჯამური ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 50 ლარია).
აქაც, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.
გახსოვდეთ, ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Student Card-ი ან თქვენს შვილს არ აქვს sCool Card-ი, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შეგიძლიათ.
(R)
