LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე იმსჯელეს

151
ბიზნეს ასოციაცია

კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების  შესახებ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს.

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა გააცნეს, რომელიც მიზნად ისახავს კიბერსაფრთხეებისა და გამოწვევების შემცირებასა და დროულ აღმოფხვრას.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს ბიზნესის დროულ ინფორმირებას, რაც, თავის მხრივ, კიბერსაფრთხეების რისკებს ამცირებს და პრევენციის ხელსაყრელი ინსტრუმენტია. მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმები მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხები უკავშირდება ათასობით მომხმარებლის შესახებ დაცულ ინფორმაციას, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და ოპერირებას. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია კერძო სექტორის ჩართულობის მაღალი ინტერესი და სურვილი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ცალსახად გამოიკვეთა“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

magti 5g