LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

125
1123

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 10 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 015 024 ვიზიტორი ესტუმრა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა.

გასულ წელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% ( 589 841 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, მტირალას ეროვნულ პარკს, სათაფლიას და წალკის კანიონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები