LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა

161
BeFunky-collage (1)

31 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

სწორედ 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა.

ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?”.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

 

 

“საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით”, – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

ეს დღე საქართველოს მოსახლეობას მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა:

“31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა”.

პოპულალურები