LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა – PMCG კვლევას აქვეყნებს

49
ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკური კლიმატის შესახებ გამოკითხვის შედეგებს პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) ავრცელებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა როგორც 2022 წლის მეორე კვარტალთან, ასევე 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

„ამავე პერიოდში გამოკითხულმა ქართველმა ეკონომისტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. 2022 წლის მეორე კვარტალსა და 2021 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებები უარყოფითი იყო. ხოლო 2022 წლის მესამე კვარტალში მოცემული შეფასება ამ ორივე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეკონომისტებს ასევე დადებითი მოლოდინი აქვთ საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი მცირედით გაუარესდა 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით“, – ნათქვამია PMC Research-ისა და Ifo-ს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივ დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g