LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტრატეგიის მომზადებაში დაეხმარებიან

104

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის McKinsey & Company-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია საქართველოს მთავრობის კონსულტანტია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველოში შიდა გენერაციის ზრდის და ენერგეტიკული რესურსების რაციონალური ათვისების, ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტიული უზრუნველყოფის და ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიმართულებები.

აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ელექტროენერგეტიკული სისტემის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების და განვითარების გამოწვევები, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, აგრეთვე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები