LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დაასახელეს

79
5e90d7d65abaa

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ნომინაციაში გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს წელს Central Banking Awards-ის მიერ ეროვნული ბანკისთვის გადაცემული უკვე მეორე ჯილდოა. 17 მარტს Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკადაც აღიარა.

დაჯილდოების კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ეროვნული ბანკის მიერ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რეზერვების მართვის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ასევე, გასულ წელს პანდემიით გამოწვეული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დროული და ეფექტიანი ნაბიჯები.

ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონია, Central Banking- ის “საზაფხულო შეხვედრების” ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g