LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად – 8 პროცენტზე ინარჩუნებს

106
რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და შესაბამისად, ის კვლავ 8 პროცენტს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ  გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკების სცენარები განიხილა, რის შემდეგაც ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g