LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ინარჩუნებს

116
რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8 პროცენტს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე გაურკვევლობა გაიზარდა, რაც სენტიმენტებზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაურკვევლობა მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხვრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდა, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება, ეკონომიკური ზრდა კი მის გრძელვადიან ტრენდს, 5%-ს დაუბრუნდება. რისკების მილევასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ 7%-იან დონემდე ეტაპობრივად ნორმალიზდება. თუკი, შემდგომ სხდომაზე, მაკროეკონომიკური მონაცემები რისკების უფრო ინფლაციურ ან დისინფლაციურ რეალიზებას გამოკვეთს, კომიტეტი შესაბამისი სცენარისკენ გადაიხრება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 12 მარტს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g