საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, ოპტიმალურად მიიჩნია რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და ის უცვლელად – 8%-ზე დატოვა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.