საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსურ სექტორში ინოვაციების მხარდაჭერის მიზნით, რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში, ახალ სატესტო პროექტს – A.I. სენდბოქსს იწყებს. პროექტის მიზანი საქართველოს ფინანსურ და საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
ინიციატივა უზრუნველყოფს სანდო, კონტროლირებად და რეგულირებულ სივრცეს, რომელშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ფინანსური სერვისების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
საინიციატივო პროექტში ჩართვა შეუძლიათ სუბიექტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვით იმ კომპანიებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტების განვითარება და უზრუნველყოფა.
განაცხადები 2025 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით მიღება.
სენდბოქსის მონაწილეები, ეროვნული ბანკის მეთვალყურეობით, იმუშავებენ ახალი იდეებისა და ინიციატივების განვითარებისთვის. შემუშავებული კონცეფციების მომზადებისა და ანალიზის შემდეგ კი მათი ეტაპობრივი ტესტირება უკვე რეგულირებულ, სანდო და კონტროლირებად გარემოში განხორციელდება.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს – [email protected]