საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით თარგამაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ნინა ნიქაბაძეა.
ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში წყვილის მეგობრები აზიარებენ.
„მთელი ცხოვრება ასე გიყვარდეთ ერთმანეთი“, „გილოცავთ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დავით თარგამაძის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს, პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში შედგა.
ონაწილეობდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა ანგარიში.

