LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოიცა

172
საფოსტო მარკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „საქართველოს ფოსტამ“ გამოსცა მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, 26 მარტს, „დინამო არენაზე“, საქართველომ საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საფოსტო მარკის სახელწოდებაა „საქართველო ევროპაზე“. მისი ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

მარკა 40 000-იანი ტირაჟით მიმოქცევაში დღეიდან ჩაეშვა და ის ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღნიშნული მარკითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მარკას „საქართველო ევროპაზე“ მსოფლიო საფოსტო კავშირი მის 191 წევრ ქვეყანას გაუგზავნის, რაც ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

magti 5g