ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო საკონცერტო სეზონი გრძელდება.
საკონცერტო სეზონის ფარგლებში, 13 თებერვალს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს მაესტრო კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით. სოლისტი – მარიკა მაჩიტიძე.

კონცერტზე შესრულდება რიხარდ ვაგნერის, დიორდ ლიგეტისა და კლოდ დებიუსის ნაწარმოებები.
ამასთან, პირველად საქართველოში შესრულდება რიხარდ შტრაუსის ბოლო 4 სიმღერა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე – TKT.GE.
საიუბილეო სეზონის წარმდგენია კომპანია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“.
საიუბილეო კონცერტების მხარდამჭერები: დავით ბეჟუაშვილის განათლების ცენტრი, კომპანია „გალფი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი.
საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118 08.

მომდევნო საიუბილეო კონცერტი გაიმართება 19 თებერვალს, სადაც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. კონცერტი წლების მანძილზე ორკესტრის მთავარი დირიჟორის, კომპოზიტორის, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
პროგრამაშია ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი, რომელსაც ახალი თაობის გამორჩეული ჩინელი მევიოლინე – პალომა სო შეასრულებს. ამავე კონცერტზე შესრულდება ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიური პოემა „მარიუპოლი“, რომელიც კომპოზიტორმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა, ამავე კონცერტზე ასევე შესრულდება ალექსი მაჭავარიანის ფრაგმენტები ბალეტიდან „ოტელო“.

27 თებერვალს კი, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგებიან პოლონელი წარმოშობის გრემის მფლობელი დირიჟორი – ბარბარა დრაგან და უნიჭიერესი ქართველი ჩელისტი – ლიზი რამიშვილი. შესრულდება ანტონინ დვორჟაკის ჩელოს კონცერტი და მეცხრე სიმფონია.
