LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

116
1711469977-E-67-87-1024x754

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.

აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები