ევროპის დღეები 2021-ის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტი” და საფრანგეთის საელჩო საქართველოში თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“ ესსეების კონკურსს აცხადებენ. ამის შესახებ დღეს “ევროპის უნივერსიტეტში” საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
“სკოლის დამამთავრებელმა კლასის მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესსე თემაზე – “საქართველოს ევროპული მომავალი. სამი პრიზი იქნება “ევროპის უნივერსიტეტისგან”. მეოთხე გამარჯვებული კი, რომელსაც საელჩო აარჩევს, სპეციალური პრიზით დასაჩუქრდება. ეს არის ერთი დღით საელჩოში ვიზიტი, რათა დააკვირდეს საელჩოში თანამშრომელთა მუშაობას და თვალნათლივ დაინახოს, როგორ საქმიანობენ ფრანგი დიპლომატები საქართველოში”. – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.
კონკურსის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.