საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ანგარიშით 1:0 უზბეკეთი დაამარცხა. დავით ვოლკოვმა საქართველოს ნაკრებში მეორე მატჩი გამართა და პირველი გოლი გაიტანა.
ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადა. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოტოვა.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ჯერ კოსოვოს მხარე დაამარცხა, შემდეგ შვედეთი, ამჯერად უზბეკეთი.