LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტა საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამას ნერგავს

155

საქართველოს ფოსტას მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ლორან მიულერი სტუმრობდა. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, უცხოელმა ექსპერტმა დადებითად შეაფასა საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამის მიმდინარეობა.

“საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის SECUREX-ის ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარება.

პროგრამის გამართულად მუშაობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ფოსტას ეწვია მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ლორან მიულერი. მან ადგილზე შეისწავლა პროგრამის მუშაობა და მაღალი შეფასება მისცა განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე დადებითად შეაფასა სატესტო რეჟიმში პარტნიორებთან მუშაობის პროცესი. ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით.

სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად საქართველოს ფოსტა აღნიშნული პროექტის ამოქმედებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა ამ ეტაპზე მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგულაციების შესაბამისად, 2020 წლისთვის სრულად მოხდება მისი იმპლემენტაცია მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრ ქვეყანაში”, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

მათივე ცნობით, საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება, თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g