LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტა“ საფოსტო მარკების ესკიზების კონკურსს აცხადებს

156

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს საფოსტო მარკების ესკიზების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული საფოსტო მარკების გამოცემის განვითარებას და პოპულარიზაციას.

2018 წლის საკონკურსო თემებია:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ძველი ქართული მონეტები
  • მარკების სერია – ქართული ვაზი და ღვინო
  • საქართველო- ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი

აქტუალური თემატიკა:

  • ხიდები – თამარ მეფის ხიდი (რკონის ხეობა, კასპის რ-ნი), თამარ მეფის ხიდი (მახუნცეთი, ქედის რ-ნი), თამარ მეფის ხიდი (მდ. ბესლეთი, აფხაზეთი), მშვიდობის ხიდი- თბილისი
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე
  • „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – „Georgia Made by Letters“

გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები:

  • მარკების სერია – საქართველოს ღვაწლმოსილი პიროვნებები: პეტრე მელიქიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ლადო გუდიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე

თავისუფალი თემა:

  • აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
  • შობა-ახალი წელი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს, დაინტერესებულ მონაწილეს მოცემული თემატიკიდან შეუძლია, წარმოადგინოს საფოსტო მარკების ესკიზების ერთი, რამდენიმე ან ყველა თემაზე პროექტი, ასევე თითოეულ თემაზე შესაძლებელია ესკიზის რამდენიმე ვარიანტის წარმოდგენა.

თითოეული სახის ესკიზის პროექტში გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრემია 500 ლარის ოდენობით. კონკურსი ტარდება ერთ ტურად, საფოსტო მარკების ესკიზების პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 9 თებერვალი, 18:00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის წესებს და საკონკურსო მოთხოვნებს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=1267,  ასევე კონსულტაციისთვის დაუკავშირდეთ საქართველოს ფოსტას ელ.ფოსტაზე: [email protected] ან ცხელ ხაზზე: (32) 224 09 09.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g