LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს განვითარების ფონდს“ „Rothschild“-ის მმართველი დირექტორი ეწვია

142
1123

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Rothschild“-ის მმართველი დირექტორი ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდი „საქართველოს განვითარების ფონდს“ ეწვია.

საქმიან შეხვედრას ფონდის მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია და საბჭოს წევრი ნანა ადეიშვილი ესწრებოდნენ.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტმა „Rothschild“-ის მმართველ  დირექტორს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით ფონდის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g